რუსმა ოკუპანტებმა ოდესა ზღვიდან დაბომბეს
რუსეთის ფლოტის ორმა ხომალდმა 21 მარტის დილას ოდესისკენ საარტილერიო ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ Думская წერს.
უკრაინელებმა საპასუხო ცეცხლი გახსენეს, რის შედეგადაც რუსული გემები სანაპიროს გაერიდნენ.
"დაბომბვის შედეგად რამდენიმე სახლი დაზიანდა," - განაცხადა ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სერგეი ბრაჩუკმა ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ბრაჩუკმა 17 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები ოდესის სანაპიროდან არც თუ ისე შორს გამოჩნდნენ. მისი თქმით, ამ გზით რუსი დამპყრობლები ცდილობენ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ ქალაქის მოსახლეობაზე.