რუსმა ოკუპანტებმა ოდესაში დესანტის გადასხმა ვერ შეძლეს და უკან დაიხიეს

დღეს ოდესის ოლქში, კობლევოს რაიონში რუსმა ოკუპანტებმა დესანტის გადასხმა სცადეს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების 28-ე მექანიზებული ბრიგადის წინააღმდეგობის ფონზე უკან დაიხიეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ ოკუპანტებმა საჰაერო და საზღვაო დესანტის გადასხმა სცადეს. უკრაინელი მებრძოლების მედგარი წინააღმდეგობის ფონზე მოკლულია 20 ოკუპანტი. ამ დროისთვის ოკუპანტებმა უკან დაიხიეს. 

 

 

მსგავსი სიახლეები