რუსული დრონების ინჟინერის შვილი გაეროს განიარაღების ინსტიტუტში მუშაობს
რუსული დრონი Lancet-ის ერთ-ერთი შემქმნელის შვილი ლონდონში 1.5 მილიონი ფუნტის ღირებულების ბინას ფლობს ლონდონში და გაეროს განიარაღების ინსტიტუტში მუშაობს.
24 წლის ლავრენტი ზახაროვი ლონდონში სამოთახიანი ბინის თანამფლობელია, რომელიც ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ახლოს მდებარეობს და ბიგ ბენს, ტემზასა და ლონდონის თვალს გადმოჰყურებს.
მისი პროფილის გვერდზე არსებული ბიოგრაფიის თანახმად, ის ამჟამად გაეროს განიარაღების კვლევის ინსტიტუტში "დიპლომირებულ პროფესიონალად" მუშაობს და მანამდე "გაეროს რამდენიმე სააგენტოში" სტაჟიორი იყო.
ლავრენტის მამა ალექსანდრ ზახაროვი 15 წელი მუშობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასიკვდილო დრონის, Lancet-ის შექმნასა და წარმოებაზე.
დრონი, რომლებსაც რუსი პროპაგანდისტები "მეორე კალაშნიკოვს" უწოდებდნენ, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში აქტიურად გამოიყენება.
ლავრენტიმ რუსეთი 16 წლის ასაკში დატოვა და აქვს მაგისტრის ხარისხი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში კონფლიქტების კვლევებში და ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკაში, სოციოლოგიასა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევებში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში.
ის გაეროს განიარაღების ინსტიტუტში მაისიდან მუშაობს, მისი LinkedIn-ის პროფილის მიხედვით, ჩართულია "იარაღისა და საბრძოლო მასალის მართვის გაძლიერების" და "განღმვის და ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის" შესახებ კვლევებში.