რუსული ფრეგატის უკრაინელ მეთაურს სამშობლოს ღალატის მუხლით ბრალი წაუყენეს

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების გემის "ადმირალ მაკაროვის" მეთაურ გრიგორი ბრეევს სამშობლოს ღალატის მუხლით ბრალი წაუყენა, იტყობინება საგამოძიეობო ორგანოს პრესსამსახური.

საუბარია უკრაინული სამხედრო ნაწილის ყოფილ მე-2 რანგის კაპიტანზე, რომელიც ანექსიამდე ყირიმში იყო განლაგებული.

"2014 წელს მან უღალატა ფიცს და დარჩა რუსი დამპყრობლების მიერ დატყვევებულ ქვედანაყოფში, უარი თქვა ნიკოლაევის რეგიონში გადასვლაზე. მან რუსეთის შეიარაღებული ძალების ფიცი დადო და შავი ზღვის ფლოტში განაგრძო სამსახური." - ნათქვამია განცხადებაში.

დეზერტირი უკრაინაში 2022 წელს დამპყრობლებთან ერთად დაბრუნდა. მისი მეთაურობით გემმა ფრთოსანი რაკეტა "კალიბრებით" დაბომბა ნიკოლაევი და ოდესა.

"გამოძიების სახელმწიფო ბიუროს გამომძიებლებმა შეაგროვეს საკმარისი მტკიცებულებები და აცნობეს ყოფილ უკრაინელ ოფიცერს სახელმწიფო ღალატის ბრალდების შესახებ (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). მუხლი 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ დეპარტამენტის პრესსამსახურში.

 

მსგავსი სიახლეები