რუსული კომპანიები სანქცირებული პროდუქციის შესაძენად კრიპტოვალუტას იყენებენ - WSJ
რუსული კომპანიები კრიპტოვალუტას იყენებენ სანქციების გვერდის ავლით ორმაგი დანიშნულების საქონლის, მათ შორის დრონების და სხვა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის კომპონენტების შეძენისას.
ამის შესახებ Wall Street Journal წერს.
აღნიშნულია, რომ რუსმა კონტრაბანდისტმა ანდრეი ზვერევმა Tether-ის კრიპტოვალუტა გამოიყენა, რათა ჩინეთიდან "კალაშნიკოვის" კონცერნისთვის საქონელი ეყიდა.
რუსეთის ფედერაციაში მცირე იარაღის უმსხვილესმა მწარმოებელმა დრონების ელექტრონული ნაწილები შეიძინა, რომლებიც აშშ-სა და ევროკავშირის ორმაგი დანიშნულების საქონლის სანქციებს ექვემდებარება.
გამოცემა განმარტავს, რომ Tether-ით გახდა გადახდის ერთ-ერთი სტანდარტული მეთოდია მსოფლიოში შავ ბაზარზე.
შესაბამისად, ზვერევმა Tether-ით მილიონობით დოლარი გადაიხადა "კალაშნიკოვისთვის" ჰონგ კონგში ელექტრონიკის შესაძენად. შემდეგ საქონელი შუა აზიის ქვეყნების გავლით გადაზიდეს, რათა საბაჟო კონტროლი თავიდან აეცილებინათ.
"რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს გადახდის ალტერნატიულ მექანიზმებს, რათა გვერდი აუაროს აშშ-ის სანქციებს და განაგრძოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსება," - თქვა ბრაიან ნელსონმა, აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში.
გარდა ამისა, რუსული კრიპტო ბირჟა Garantex სანქციების გვერდის ავლაში მთავარ როლს თამაშობს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს რუბლები Tether-ად გადააქციონ.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი კონგრესს სთხოვს მიიღოს კანონი, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს დაბლოკოს აშშ დოლარის ისეთ სტაბილკოინებში ტრანზაქციებს, როგორიცაა Tether.