რუსული ტანკები მაკაროვის გვერდის ავლით კიევში შეღწევას ცდილობენ
რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონამ, რომელსაც უკრაინელი სამხედროები ეძებდნენ, ქალაქი მაკაროვი გაიარა და კიევში შეღწევას ცდილობს. ამის შესახებ 27 თებერვალს Укринформ-მა ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით დაწერა.
რუსული კოლონის გადაადგილებაზე, რომელშიც უამრავი ტანკია, უკრაინულ მედიას სოფელ ანდრეევკას (მაკაროვსკის რაიონი) მცხოვრებლებმაც აცნობეს.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, 14:00 საათის მონაცემებით, მაკაროვში მდგარ კოლონაში იყო 15 ტანკი, 25 ჯავშანტრანსპორტიორი და 15 "ურალი".
თვითმხილველების თქმით, მაკაროვსა და გავრონშჩინას შორის რუსული ტანკების ნაწილი იდგა, მეორე ნაწილი კი მაკაროვის გავლით ჟიტომირის გზატკეცილზეა და კიევში შესასვლელს ეძებს.