რუსულმა ჯარებმა ხარკოვის რეგიონი თითქმის მთლიანად დატოვეს

რუსულმა ჯარებმა თითქმის მთლიანად დატოვეს ხარკოვის ოლქის ტერიტორია, მათ კონტროლი შეინარჩუნეს ტერიტორიის მცირე ნაწილზე მდინარე ოსკოლის მიღმა, ლუგანსკის რეგიონის საზღვარზე. ამის შესახებ კონტროლირებადი ტერიტორიების რუკიდან ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას, 11 სექტემბერს გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე აჩვენა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წინა დღეს გამოქვეყნებული რუკაზე ჩანდა, რომ რუსული ჯარები აკონტროლებდნენ რეგიონის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს, მათ შორის ქალაქებს კუპიანსკსა და იზიუმს. განახლებულ რუკაზე კი რუსების კონტრირებული მცირე ტერიტორიებია მონიშნული რეგიონის აღმოსავლეთით. ამასთან, როგორც რუკიდან და სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის სიტყვებით ჩანს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები უკვე იმყოფებიან რუსეთის საზღვარზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს გათავისუფლებული დასახლებები

10 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი აღადგინეს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის დაახლოებით 2000 კვადრატულ კილომეტრზე.

ამ დროის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრშეტევის შესახევ ცნობილი წინა დღეს გახდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიას გათავისუფლება. ასევე უკრაინულ და რუსულ მედაიში გავრცელდა ცნობები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კუპიანსკის და იზიუმის აღების შესახებ.

11 სექტემბერს, დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებისგან 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია განთავისუფლდა და უკრაინის ჯარები ხარკოვის ოლქში რუსეთის საზღვრამდე მივიდნენ.

იმავდროულად, ზალუჟნიმ გამოაქვეყნა ფოტოები ბაირაკიდან, ნოვაია გუსაროვკადან, შჩუროვკადან და ოლხოვატკადან, რომლებიც რუსეთის ჯარებისგან გათავისუფლდა.

"რუსული ჯარების კარგად გამაგრებული ტერიტორიების დაკავებამ, რომელსაც ისინი ამაყად უწოდებდნენ "მოსკოვს", "ომსკს" და "პიტერს", შესაძლებელი გახადა კონტრშეტევის დაწყება ბალაკლეაზე, იზიუმზე და კუპიანსკზე", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.  

მსგავსი სიახლეები