რუტე: რუსეთი ბირთვულ იარაღს ვერ გამოიყენებს, აშშ ბევრად ძლიერად უპასუხებს

ნიდერლანდებს უნდა, რომ უკრაინამ მოიგოს ომი, რომელიც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო, მაგრამ ტაქტიკის არჩევა - საიდან დაიწყოს, რა გააკეთოს - ეს კიევის გადასაწყვეტია.

ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ Європейська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 20 თებერვალს გამოქვეყნდა.

"მე არ ვეტყვი ვოლოდიმირ ზელენსკის, რა უნდა გააკეთოს… ჩვენ არ შეგვიძლია გადავწყვიტოთ ეს უკრაინის ნაცვლად. თქვენ უნდა გაიმარჯვოთ და ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ და ამიტომ ჩვენ უკვე ვეხმარებით მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერით. მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რა უნდა გააკეთოს ან არ გააკეთოს უკრაინამ ყირიმთან დაკავშირებით. ეს უკრაინის მთავრობის გადასაწყვეტია", - აღნიშნა რუტემ.

ჟურნალისტმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არასაჯაროდ ამბობს, რომ ყირიმის სამხედრო დეოკუპაცია არის "წითელი ხაზი" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი, რომლით "მუქარაც უყვარს."

"ვფიქრობ, რუსეთს ესმის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ ატომურ იარაღს, მაშინ აშშ უპასუხებს და ეს პასუხი ბევრად უფრო ძლიერი იქნება. აშშ რუსეთზე ბევრად ძლიერია, ასე რომ მას უბრალოდ არ შეუძლია ამ რისკზე წასვლა", - თქვა რუტემ. "თუ ჩვენ ვსაუბრობთ ყირიმის სამხედრო დაბრუნებაზე, მაშინ მე სრულად ვეთანხმები იმას, რასაც შეერთებული შტატები ამბობს ამას, მაგრამ პირადად მე ვცდილობ თავი შორს დავიჭირო ამ საკითხისგან. არ მინდა ზელენსკის რჩევა მივცე. თქვენ ისეთი მამაცები ხართ! ის, რაც გასულ წელს გააკეთეთ, წარმოუდგენელია."

რუტე კიევს 17 თებერვალს ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მსგავსი სიახლეები