საბერძნეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა

საბერძნეთის პოლიციის სპიკერმა კონსტანტია დიმოგლიდუმ 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 28 თებერვალს სამგზავრო და კომერციული მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა.   

ამის შესახებ გაზეთი Kathimerini წერს.

24 გარდაცვლილის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. ვინაობის განსაზღვრა დნმ-ის ანალიზითაც ხდება. უგზო-უკვლოდ დაკარგულების ნათესავებისგან სინჯები უკვე აიღეს.

1 მარტის მდგომარეობით 38 ადამიანის გარდაცვალება იყო დადასტურებული.

56 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

სტაციონარში რჩება 48 დაზარალებული, მათგან ექვსი რეანიმაციაშია.  

ავარიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

მომხდარზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. სამართალდამცავებმა სადგურის 59 წლის უფროსი დააკავეს, მას ბრალი ტრანსპორტის მუშაობის შეფერხებაში ედება.

მსგავსი სიახლეები