"საფრანგეთი ჯავშანტექნიკის მძლავრ პაკეტს გადმოგვცემს"- ზელენსკი მაკრონს ესაუბრა

უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ საფრანგეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯავშსატანკო ტექნიკის მძლავრ პაკეტს გადასცემს. 

"მადლობა გადავუხადეთ ფრანგ პარტნიორებს ჩვენთვის უკვე გაწეული სამხედრო დახმარებისთვის. ასევე, მივაღწიეთ შეთანხმებას სხვადასხვა საკითხზე, რომელიც გააძლიერებს უკრაინის პოტენციალს ბრძოლის ველზე, ვაფასებთ საფრანგეთის გადაწყვეტილებას მძლავრი ჯავშანსატანკო პაკეტის გადმოცემასთან დაკავშირებით",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში

კონტექსტი 

გასული წლის შემოდგომაზე საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინისთვის ტანკების გადაცემას დათანხმდა - საუბარია AMX-10 ტიპის მსუბუქ საბრძოლო მანქანებზე, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტანკად არის კლასიფიცირებული. 

ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინისთვის გაწეული დახმარების გაზრდის მოწოდებებით გამოდის. ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღებაზე მიაღწიეს თანხმობას მხარეებმა. 

მსგავსი სიახლეები