საფრანგეთი უკრაინას 200 მილიონი ევროს შეიარაღებას გადასცემს
საფრანგეთის 200 მილიონი ევროს ოდენობის ფონდს ქმნის, რომელიც უკრაინას იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის პირდაპირ ფრანგი მწარმოებლებისგან შეძენის საშუალებას მისცემს.
ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ კიევში, უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის დედაქალაქში ჩასული ლეკორნუ რეზნიკოვსა და ზელენსკის შეხვდა. მან ისაუბრა "სანდო და მუდმივ მხარდაჭერაზე", რომელსაც საფრანგეთი უკრაინას ომის დაწყებიდან უწევს.
"ჩვენ შევისწავლეთ უკრაინის არმიის საჭიროებები ამ დახმარების 2023 წელს გასაგრძელებლად", - დაწერა ფრანგმა მინისტრმა Twitter-ზე.