საფრანგეთი უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორების "მნიშვნელოვან რაოდენობას" გადასცემს
საფრანგეთი უკრაინას ჯავშანტექნიკის "მნიშვნელოვან რაოდენობას" და ჯავშანტრანსპორტიორ VAB-ებს გაუგზავნის. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.
"იმისთვის, რომ სწრაფად გადაადგილდნენ მტრის ცეცხლის ქვეშ მყოფ ადგილებში, უკრაინელებს სჭირდებათ ჯავშანტექნიკა. საფრანგეთი უკრაინას მიაწვდის VAB-ის ტიპის ჯავშანმანქანების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც აღჭურვილია იარაღით", - თქვა მან.
VAB - ბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორი და დამხმარე მანქანაა, რომელიც გამოიყენება საბრძოლო და ჰუმანიტარულ მისიებში.
მინისტრმა ტექნიკის მიწოდების ზუსტი დრო არ დაასახელა.
მაგრამ მან აღნიშნა, რომ პარიზი ასევე სწავლობს უკრაინის არმიისთვის ფრანგული წარმოების ხომალდსაწინააღდეგო რაკეტა Exocet გადაცემის შესაძლებლობას.