საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გადასცემს: 128 ჯავშანმანქანა და 18 ჰაუბიცა
საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა ცოტა ხნის წინ განიხილეს.
ამის შესახებ France Info-ს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროდან წყაროებმა აცნობეს.
გამოცემის ცნობით, კიევი პარიზიდან მიიღებს 128 ჯავშანმანქანას VAB, 18 თვითმავალ ჰაუბიცა Caesar-ს და 24 მსუბუქ ტანკს.
France Info-ს ცნობით, საფრანგეთი ასევე უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, სატვირთო მანქანებს და რადარებს გადასცემს.
ამავდროულად, გამოცემის ცნობით, საფრანგეთი მოელის, რომ 2024 წლის სექტემბერში ორი ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიწყებს სწავლებებს ადგილობრივ სასწავლო ცენტრებში.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან მშვიდობის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულება განიხილა, ასევე შემდეგი თავდაცვითი პაკეტის მომზადება, უსაფრთხოების თანამშრომლობა და სამხედრო წვრთნები.
იმავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტმა რამდენიმე ფრანგული Mirage 2000-5 გამანადგურებლის უკრაინისთვის გადაცემა გამოაცხადა და 4500 უკრაინელი სამხედროს მომზადება.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე Mirage 2000-5-ის გამანადგურებლების მართვს უკრაინელი მფრინავები და მექანიკოსები ისწავლიან.