საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი: მზად ვართ უარი ვთქვათ რუსულ ნავთობზე
საფრანგეთი მზად არის უარი თქვას რუსულ ნავთობზე. ამის შესახებ CNN-ს 8 აპრილს ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განუცხადა.
ლე მერის თქმით, ნავთობის აკრძალვა "თამაშის შეცვლაა". მან აღნიშნა, რომ უფრო მკაცრი ენერგეტიკული სანქციებისთვის ევროპის ერთიანობაა საჭირო.
"რაც შეეხება საფრანგეთს, ჩვენ მზად ვართ უფრო შორს წავიდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება [რუსული] ნავთობის აკრძალვის შესახებ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი ნაბიჯები და დისკუსიები ამ საკითხზე იქნება ფოკუსირებული - რუსული ნავთობის აკრძალვა", - თქვა ლე მერმა.
პოლიტიკოსის თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები იყო ძალიან ეფექტური და "ყველაზე მკაცრი ევროკავშირის შექმნის შემდეგ".