საფრანგეთის არჩევნები: ამომრჩეველთა 17%-მა გადაწყვეტილება დღეს მიიღო
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ კანდიდატების ერთ-ერთი გამოწვევა გადაუწყვეტელი ამომრჩველის დარწმუნება იყო.
CNEWS-ისთვის ჩატარებული OpinionWay-ის გამოკითხვის თანახმად, ფრანგების 17%-მა დღეს გადაწყვიტა ვის მისცემდა ხმას. მათ შორის, ყველაზე მეტი იყვნენ იანიკ ჟადოს (20%), ჟან-ლუკ მელანშონის (19%) და ვალერი პეკრესის (19%) ამომრჩევლები.
ამის საპირისპიროდ, მაკრონის მხარდამჭერების მხოლოდ 9%-მა მიიღო დღეს გადაწყვეტილება.