საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიენ ლეკორნუ, რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინაში პირველად ჩავიდა.
"ის კიევში გმირთა მემორიალთან, დაღუპულებს პატივს მიაგებს, რის შემდეგაც ოლექსი რეზნიკოვს შეხვდება" - დაწერა ვიზიტის წინ საფრანგეთის მთავრობამ.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, კიევის საპრეზიდენტო სასახლეში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს.
შეხვედრა თითქმის ნახევარი საათი გაგრძელდება, სადაც საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის უკვე მიწოდებული იარაღის ეფექტურობას და ახალის საჭიროებებს განიხილავენ.