საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუს ესაუბრა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა სებასტიან ლეკორნუმ და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ტელეფონით ისაუბრეს. ეს მათი პირველი საუბარია 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ.
ამის შესახევ Le Monde წერს.
საუბარი, რომელიც 3 აპრილს შედგა, პირველ რიგში მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხებოდა.
ლეკორნუმ დაგმო 22 მარტს "ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოსკოვის რეგიონში განხორციელებული ტერაქტი და სოლიდარობა გამოუცხადა დაღუპულებს და მათ ოჯახებს.
"მან დაადასტურა, რომ საფრანგეთს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც ამ ტერაქტსა და უკრაინას შორის კავშირის დამყარების საშუალებას მისცემს. მან რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს ამ მოვლენის ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაცია", - ნათქვამია კომუნიკეში.
სებასტიან ლეკორნუმ ასევე დაგმო აგრესიული ომის მიმდინარეობა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას "სანამ საჭირო იქნება მის ბრძოლაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა დაბრუნდეს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე."
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცინიკური უწოდა რუსეთის მცდელობებს დააკავშიროს ტერორისტული თავდასხმები უკრაინასთან.
მან ასევე თქვა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" იგივე ფილიალს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე, ჰქონდა საფრანგეთში რამდენიმე თავდასხმის მცდელობა.