საფრანგეთში კოვიდ პასპორტი მხოლოდ აცრილებს ექნებათ
საფრანგეთის მთავრობა გეგმავს, რომ კოვიდ პასპორტი მხოლოდ აცრილ მოქალაქეებს მიცეს.
კანონპროექტი ეროვნულ ასამბლეაში, 2020 წლის იანვარში დარეგისტრირდება.
"ჯანდაცვის პასპორტი, ვაქცინაციის პასპორტი უნდა გახდეს და პროცესის კონტროლი უნდა გამკაცრდეს," - თქვა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა.
ამჟამად, ქვეყანაში კოვიდ პასპორტები რესტორნებში, ბარებში და კულტურული შეკრების სივრცეებში შესვლისთვის არის აუცილებელი. მოქმედი რეგულაციებით, კოვიდ პასპორტი იმ ადამიანებსაც აქვთ, ვინც აუცრელია, მაგრამ მათი PCR ტესტის პასუხი უარყოფითია.
კასტექსი აცხადებს, რომ მას სურს მხოლოდ ვაქცინირებულებმა შეძლონ მსგავს სივრცეებში შესვლა.
საფრანგეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინის ბუსტერ დოზის მისაღებად დრო ხუთი თვიდან ოთხ თვემდე შემცირდა.
გარდა ამისა, მან დააანონსა, რომ პრეფექტები საახალწლო ღონისძიებებისას ქუჩაში ალკოჰოლის მიღებას, დიდ შეკრებებსა და კონცერტებს შეზღუდავენ.