საფრანგეთში ქალებისთვის კონტრაცეფცია უფასო ხდება

 

საფრანგეთის პარლამენტმა შაბათს მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც 18-25 წლის ქალებისთვის კონტრაცეფცია უფასო ხდება.

ეროვნულმა ასამბლეამ ახალგაზრდა ქალებისთვის კონტრაცეფციის ხარჯები 2022 წლის სოციალური უსაფრთხოების ბიუჯეტში შეიტანა. ბიუჯეტს კენჭი ფორმალურად სამშაბათს უნდა ეყაროს, საბოლოოდ კი სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ორივე პალატის მხარდაჭერის შემთხვევაში, ინიციატივა ძალაში 1 იანვრიდან შევა.

საფრანგეთის მთავრობის განმარტებით, სექტემბერში ქვეყანაში კონტრაცეფტივების გამოყენება შემცირდა. 

ბიუჯეტში ამ მუხლის დაფინანსებისთვის 21 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

საფრანგეთში კონტრაცეფტივები 18 წლამდე ქალებისთვის უფასოა.

მსგავსი პროგრამის განხორციელებას ირლნდიის ხელისუფლებაც გეგმავს.

პარასკევს ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 17-25 წლის ახალგაზრდა ქალაების კონტრაცეფციის და მასთან დაკავშირებული სამედიცინო მხარდაჭერის ხარჯებს ბიუჯეტი დაფარავს.

 

 

მსგავსი სიახლეები