საფრანგეთში სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა
საფრანგეთის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ-პასპორტების მოთხოვნის გამკაცრების საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მონაწილეობა 105 000-მა ადამიანმა მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, აუცრელ ადამიანებს საჯარო სივრცეებში შესვლა ეკრძალებათ.
კანონპროექტი ეროვნულმა ასამბლეამ პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ახალი რედაქციით კოვიდპასპორტი მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ, ვინც აცრილია. კორონავირუსის უარყოფითი ტესტის წარდგენა საჯარო ობიექტებში შესასვლელად საკმარისი აღარ იქნება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი წესები ძალაში 15 იანვრიდან შევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციებზე 34 ადამიანი დააკავეს და 10 პოლიციელი დაშავდა.
აქციის მონაწილეები მთავრობას თავისუფლების შეზღუდვასა და მოქალაქეებისადმი არათანასწორ მიდგომებში ადანაშაულებენ.