სახდეპი: ბალტიის ქვეყნებს შეუძლიათ უკრაინას იარაღი მიაწოდონ
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ნატოს წევრ მოკავშირეებს დაეთანხმა უკრაინას ამერიკული ანტი-სატანკო რაკეტები გადასცენ. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტს ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა მიმართა, რომ მათ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა სურდათ.
ექსპორტის კონტროლის რეგულაციების თანახმად, ამერიკული შეიარაღების სხვა ქვეყნისთვის გადასაცემად სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობაა საჭირო.
გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების ანტი-სატანკო შეიარაღება, ამუნიცია და სხვა აღჭურვილობა გადასცეს.
გუშინ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება.