სახელმწიფო დეპარტამენტმა WSJ-ის ჟურნალისტის რუსეთში დაკავებაზე შეშფოთება გამოთქვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის რუსეთში დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე 30 მარტს გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებულია აშშ-ის მოქალაქის რუსეთში დაკავებით და კავშირშია იმ გამოცემასთან, რომელსაც ის წარმოადგენს. ხაზგასმულია, რომ ასეთ შემთხვევებში აშშ-ის მოქალაქეები საზღვარგარეთ ყოველთვის იღებენ საჭირო მხარდაჭერას.

"ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ კრემლის მცდელობას დააშინოს, რეპრესირება მოახდინოს და დასაჯოს ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება", - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში შესაძლოა საფრთხე შეექმნათ. მათ რუსეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

მსგავსი სიახლეები