სალივანი: აშშ მზადაა უკრაინას მისთვის საჭირო იარაღი მიაწოდოს
აშშ მზადაა უკრაინას მისთვის საჭირო იარაღი მიაწოდოს. ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ABC News-ის ეთერში 10 აპრილს განაცხადა.
"ჩვენ ვაპირებთ უკრაინას მივცეთ ის იარაღი, რომელიც სჭირდება რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად და შევაჩეროთ მათ მიერ მეტი დასახლების ხელში ჩაგდება, სადაც ისინი დანაშაულს სჩადიან." - თქვა მან.
NBC News-ზე სალივანმა თქვა, რომ იარაღი უკრაინაში "ყოველ დღე" შედის.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში, რათა უკრაინას საკუთარი იარაღი მივაწოდოთ და კოორდინირებას ვუწევთ სხვა ქვეყნებიდან იარაღის იქ ჩასვლას. იარაღი ყოველდღე მიდის, მათ შორის დღესაც... ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან პოზიციის გასაძლიერებლად", - განაცხადა მან.