სალივანი: ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები კარგად არ მიმდინარეობს

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე მოლაპარაკები "კარგად არ მიმდინარეობს".

"მოლაპარაკებები კარგად არ მიმდინარეობს, ჩვენ შეთანხმების აღდგენისკენ გზა ჯერ არ გვაქვს," - თქვა სალივანმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებებში "გარკვეული პროგრესი" არის, მაგრამ 2018 წლიდან ირანმა პროგრამა "დააჩქარა", რაც ნეგატიური ფაქტორია. 

შეთანხმების მიზანი ირანის ბირთვული შესაძლებლობების შემცირება და ობიექტების საერთაშორისო ინსპექტორებისთვის გახსნააა. 

ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე ირანთან მოლაპარაკებები ნოემბერში განახლდა, რომელშიც ამერიკა არ მონაწილეობს, რადგან 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ შეთანხმება დატოვა.

მოლაპარაკებებზე ირანის წარმომადგენელმა ალი ბაღერი კანიმ განაცხადა, რომ ბოლო შეხვედრებზე მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები