სანდუ: არ გამოვრიცხავთ ნეიტრალიტეტზე უარის თქმას და დიდი ალიანსის წევრობას
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოლდოვაში განიხილავენ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსზე უარის თქმას და უფრო დიდ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაწევრიანებას.
ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ქვეყანაში სერიოზულად განვიხილავთ რამდენად შეგვიძლია დავიცვათ თავი, თუ გვმართებს უფრო დიდი ალიანსის ნაწილი გავხდეთ",- ამბობს სანდუ.
მისი თქმით, მოლდოვა ფიქრობს მომდევნო ნაბიჯზე და ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლებლობაზე - "თუ ჩვენ რაღაც მომენტში გადავწვყვეტთ, რომ აუცილებელია ჩვენი ნეიტრალური სტატუსის შეცვლა ეს დემოკრატიული პროცესის შედეგად უნდა მოხდეს".
ნეიტრალურობის პრინციპი მოლდოვას საკონსტიტუციო კანონია, რომლის საფუძველზე ქვეყანა უარს ამბობს სამხედრო ბლოკის წევრობაზე და საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ჯარების განთავსებაზე.