სანქციების ძალაში შესვლის გამო ბოსფორთან რუსული ნავთობის ტანკერების საცობი შეიქმნა

თურქეთში, ბოსფორის გავლით შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გადასასვლელად ნავთობის ტანკერების რაოდენობა დღეში 16-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას Reuters 8 დეკემბერს ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, გადაზიდვის სააგენტო Tribeca-ს მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოსფორის რეგიონში 200 მეტრზე მეტი სიგრძის კიდევ ხუთი ახალი ტანკერი გამოჩნდა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში შესვლის ნებართვას ელოდნენ. სამხრეთით, დარდანელის მიდამოებში, კიდევ ცხრა ტანკერი ელოდება ხმელთაშუა ზღვაში გადასვლას.

ტანკერების საცობმა ფორმირება დაიწყო მას შემდეგ, რაც G7-ის ქვეყნებმა და ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული ნავთობის ფასის ზღვრის შემოღების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ნავთობის გაყიდვით რუსეთის მოგების შემცირებას. სრუტეში გავლის უფლებას  ხოლოდ ის ტანკერები მიიღებენ, რომლებსაც ფასის "ჭერზე" დაბალი ღირებულების ნავთობი გადააქვთ.

მსგავსი სიახლეები