სანქციების გამო რუსულმა ავიაკომპანიებმა 78 თვითმფრინავი დაკარგა

უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო საზღვარგარეთ რუსული ავიახაზების 78 თვითმფრინავი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, წერს რუსული "ინტერფაქსი".

მან აღნიშნა, რომ რუსული ავიახაზების თვითმფრინავები ასევე დააკავეს "მეგობრულ" ქვეყნებში - თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

მინისტრის თქმით, რუსეთი ცდილობს მოლაპარაკებას დასავლურ სალიზინგო კომპანიებთან თვითმფრინავების შესყიდვაზე, მაგრამ ისინი მოლაპარაკებებზე არ მიდიან.

მან აღიარა, რომ გარკვეულ ეტაპზე რუსული ავიახაზების თვითმფრინავებს სათადარიგო ნაწილები დასჭირდებათ. მისი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხის გადაწყვეტას ეძებს, "აქცენტი კეთდება მრავალი წლის განმავლობაში სანქციების ქვეშ მყოფი ირანის გამოცდილებაზე".

მსგავსი სიახლეები