სანქციების რისკის გამო ჩინეთი რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციებს წყვეტს
სანქციების მომეტებული რისკის გამო, ჩინეთი რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციებს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ანონიმური წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია ჩინეთის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია Sinopec-ზე - წყაროს ინფორმაციით ჩინეთის ხელისუფლების გაფრთხილების შემდეგ კომპანიამ შეაჩერა რუსულ მხარესთან ერთობლივ ნავთობ-ქიმიურ და გაზის საწარმოზე მიმდინარე მოლაპარაკებები.
Sinopec აზიის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში რუსეთთან ერთობლივ რამდენიმე პროექტზე მუშაობდა. ამ პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონ დოლარს აღემატებოდა.
დიპლომატიურ ფრონტზე ჩინეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და ამბობენ, რომ ისინი შეინარჩუნებდნენ რუსეთთან ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე.
მიუხედავად ამისა, სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებაში სახელმწიფო კომპანიებს ხელმძღვანელობას მოუწოდებენ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ რუსეთში ინვესტიციების განხილვისას.
უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები Sinopec, China Petroleum Corp [CNPC] და China National Offshore Oil Corp [CNOOC] აფასებენ სანქციებს შესაძლო რისკებს და გავლენას მათ საქმიანობაზე რუსეთში.
"კომპანიები სრულად გაყვებიან ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს მოცემულ კრიზისში. მოცემულ ვითარებაში კომპანიებისთვის არ არსებობს არანაირი სივრცე რამენაირი ინიციატივისთვის",- ამბობს ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანიის მეთაური.
გასულ კვირებში ჩინურ მედიაში გავრცელდა ცნობები ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რჩევების შესახებ ჩინური ბიზნესისთვის - არსებული ინფორმაციით ჩინეთის საგარეო უწყებამ მოუწოდა ბიზნესმენებს არ იჩქარონ რუსული აქტივების შეძენა და თავი შეიკავონ მკვეთრი მოძრაობებისგან.