საომარი მოქმედებების პირველ დღეს 57 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, დაიჭრა 169
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს 57 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, დაჭრილია 169. ჯერჯერობით უცნობია მსხვერპლისა და დაჭრილების რაოდენობა.
დღეს დილით, თბილისის დროის 7 საათზე ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა. მალევე უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა სარაკეტო და ზალპური ცეცხლის შეტევები.
მთელი დღის განმავლობაში პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა რამდენიმე ფრონტზე - მათ შორის ხარკოვის, ხერსონის და კიევის მახლობლად.
ამ დროისთვის რუსმა ოკუპანტებმა მოახერხებ რამდენიმე დასახლების აღება ხერსონის ოლქში, მათ შორის ისინი აკონტროლებენ გადასასვლელებს ჩრდილო-ყირიმის არხის გადასასავლელზე.