საფრანგეთი ეიფელის კოშკს ზაფხულში გახსნის
საფრანგეთის მთავრობა ზაფხულში ეიფელის კოშკის გახსნას გეგმავს. კორონავირუსის შესაჩერებლად დაწესებული რეგულაციების გამო კოშკი ტურისტებისთვის ოქტომბერში ჩაიკეტა.
ბილეთების ონლაინ შეძენა 1 ივნისიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო კოშკზე ასვლა - 16 ივლისიდან.
დღის განმავლობაში კოშკს მხოლოდ 10,000 ადამიანი ეწვევა, რაც პანდემიის დაწყებამდე არსებულ ნორმაზე (15,000) ნაკლებია.
2020-2021 წლებში ეიფელის კოშკის ადმინისტრაციამ 146 მილიონი დოლარი დაკარგა.
საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირების 5.9 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა და 108,000 ადამიანი დაიღუპა.