საფრანგეთის ყოფილი პრემიერი რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიის, “ზარუბეჟნეფტის” დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.

ფიიონი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2007-2012 წლებში, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობისას იკავებდა. 2017 წელს ის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრიდა კენჭს და მესამე ადგილზე გავიდა.

2021 წლის თებერვალში “კომერსანტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფიიონი ღამით შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს. პუტინმა თავადაც ისაუბრა “გვიან შეხვედრაზე ევროპელ სტუმართან.” თუმცა, პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია, რომ პუტინის სტუმარი ფიიონი იყო.

ფიიონი პირველი ევროპელი პოლიტიკოსი არ არის, ვინც რუსული სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერია, ამავე საბჭოს წევრი კი ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი.

 

მსგავსი სიახლეები