საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბელარუსის ხელისუფლებისთვის მტკიცე და ერთიანი პასუხი აუციელებლია

ბელარუსის ხელისუფლების მიერ "რაინეარის" თვითმფრინავის შეჩერების ფაქტს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი გამოეხმაურა და ევროპელ ლიდერებს საპასუხო ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა. 

"მტკიცე და ერთიანი პასუხი ყველა ევროპელის მხრიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თვითმფრინავის მგზავრებს, მათ შორის შორის ოპონენტებს [ლუკაშენკოს], ბელორუსიის დატოვების საშუალება ყოველგვარი შეყოვნების გარეშე უნდა მიეცეთ" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

საკუთარ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში, მინისტრმა ბელარუსის ხელისუფლების ქმედებას მიუღებელი უწოდა. 

_______________________

ბელარუსის ხელისუფლებამ ცნობილი აქტივისტის, რამან პრატასევიჩის დაკავების მიზნით "რაინეარის" რეისი გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბელორუსი აქტივისტი მომენტალურად დააკავეს, რასაც პასუხად საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

რამან პრატასევიჩი ლუკაშენკოს აქტიური კრიტიკოსია და საკუთარი ანტი-სამთავრობო საქმიანობის გამო ბელარუსში აღარ ცხოვრობდა. იგი ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც ბელარუსული მხარის იძულებით, თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში დაფრინდა. 

მსგავსი სიახლეები