СБУ: იდენტიფიცირებული არიან დნიპროს დაბომბვაში მონაწილე რუსი სამხედროები
უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა იმ რუსი ოკუპანტების ვინაობა, რომლებიც დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმაში მონაწილეობდნენ. ამ ინფორმაციას СБУ-ს პრესცენტრი ავრცელებს.
СБУ-ს გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე (ომის კანონებისა და წესების დარღვევა) მუხლით აღძრეს.
გამოძიების წინასწარი მონაცემებით, ამ დანაშაულში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული, მათ შორის:
- 52-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი ოლეგ ევგენის ძე ტიმოშინი. დაბადებული 1971 წლის 21 ივნისს;
- 52-ე პოლკის საავიაციო რაზმის მეთაური, მაიორი ალექსეი სერგეის ძე ივანენკო. დაბადების თარიღი - 02/08/1987;
- საავიაციო ესკადრილიის შტაბის უფროსი დიმიტრი გოლენკოვი. დაბადების თარიღი - 09/01/1978;
- 52-ე საავიაციო პოლკის ნავიგატორი დინარ ნაზიროვი. დაბადების თარიღი - 07/03/1985;
- 52-ე საავიაციო პოლკი ინჟინერი ევგენი პოცელუევი. დაბადების თარიღი - 16/06/1980 წ.
გარდა ამისა, ტრაგედიის ადგილის შემოწმების საფუძველზე, გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ კორპუსი რუსული ფრთოსანი რაკეტა Х-22-ით დაიბომბა.
СБУ აპირებს ექსპერტიზების კიდევ ერთი სერია ჩაატაროს.
კონტექსტი
14 იანვარს რუსეთის ფედერაციამ უკრიანაზე მორიგი მასირებული სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რომლის ერთი კორპუსიც სრულად ჩამოიშალა. თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 80-მდე მოქალაქე.