СБУ: რუსეთის შეიარაღებული ძალების "ელიტა" თითქმის მთლიანად განადგურდა
უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების "ელიტა", რომელიც ნატოსთან დასაპირისპირებლად იყო მომზადებული. ამას მოწმობს რუსი ოკუპანტების ახალი სატელეფონო საუბარი, რომელიც უკრაინის უსაფრთოხების სამსახურმა (СБУ) ჩაიწერა და გამოაქვეყნა.
საუბრის მიხედვით, რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები მთლიანად დაამარცხეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და გადარჩნენ მხოლოდ ის სამხედროები, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაზე თავდასხმაზე.
"დასავლეთის ოლქი აღარ არის, რადგან მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც არ წავიდა. ზოგიერთი "აღმოსავლელი" მიდის ჩემს გვერდით, რადგან "დასავლელები" თითქმის არ არიან. ყველა ტექნიკა დაზიანებულია, საბურავები დახვრეტილია, კოშკურა არ მუშაობს, მერე რაღაც სხვა არ მუშაობს... და ასე, მოხალისეები მიდიან ბოლომდე და სულ ესაა..." – ამბობს ოკუპანტი.
მან დასძინა, რომ ბევრი ოფიცერი დაიღუპა, არ არის საკმარისი მძღოლები და ქვეითების უზარმაზარი რაოდენობა გამოიყენება როგორც "ცოცხალი ხორცი".
რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქში შედის მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი. მასში შედის "სამხედრო ელიტა", რომელიც გაწვრთნილი იყო ნატოს ძალებთან დასაპირისპირებლად, აღნიშნავს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ).