СБУ: უკრაინიდან დაბრუნებულმა რუსმა სამხედროებმა ქალების მასიურად გაუპატიურება დაიწყეს

უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებულმა რუსმა სამხედროებმა თავიანთ ქვეყანაში ქალების მასიურად გაუპატიურება დაიწყეს. ამას მოწმობს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი რუს სამხედროსა და მის მეუღლეს შორის, რომელიც სამართალდამცავ უწყებებში მუშაობს. 

"პროკურატურაში იმდენი საქმე გვაქვს გაუპატიურებზე - ვალუიკი, ურაზოვო, ვეიდელევკა (ყველა სოფელი მდებარეობს ბელგოროდის რეგიონში)", - ამბობს ქალი. "ქმრები ცოლებს ეუბნებიან, რომ ღამით გარეთ არ გამოვიდნენ და სახლში დარჩნენ."

მისი თქმით, გაუპატიურების შემთხვევები გახშირდა სხვა რეგიონებიდან რუსი ჯარისკაცების როტაციისთვის ჩასვლის გამოც.

"დედა ამბობს, რომ ვლადივოსტოკი მივიდა იქ მათთან, ხანტი-მანსიისკი, ხაკასია…" - განმარტავს იგი.

ჩანაწერში ქალი ჰყვება გოგონაზე, რომელიც 15-მა რუსმა ჯარისკაცმა გააუპატიურა.

 

 

მსგავსი სიახლეები