სერბეთის პრეზიდენტი: კოსოვოს საზღვარზე ბარიკადები იშლება

სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე მომიტინგეებმა ბარიკადების დემონტაჟი დაიწყეს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა 28 დეკემბერს განაცხადა.

კოსოვოში სერბული უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ პროცესი ერთიდან ორ დღემდე გაგრძელდება. "ბარიკადები იშლება, მაგრამ უნდობლობა რჩება", - თქვა მან.

იმავდროულად, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ადის აჰმედოვიჩი მიიჩნევს, რომ ბელგრადი პრიშტინასთან კონფლიქტს მარტო ბარიკადების დემონტაჟით არ დაასრულებს.

"სანამ სერბეთის მთავრობა არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ამასთან, გერმანელმა დეპუტატმა შეშფოთება გამოთქვა სიტუაციის გამწვავების საფრთხის გამო.

"თუ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, კოსოვოს შემდგომი დემოკრატიზაციას და მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შევეცდებით, სერბეთის მთავრობა შეეცდება ესკალაციას", - თქვა ახმეტოვიჩმა და გაიხსენა "რუსეთის გრძელი ხელი დასავლეთ ბალკანეთში".

"როგორ მოხდება ევროკავშირის დესტაბილიზაცია? კოსოვოში პრობლემების შემდგომი გაღვივებით," - აღნიშნა მან.

კონტექსტი

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, სერბებმა კოსოვოს ჩრდილოეთით ბარიკადები აღმართეს, სადაც ძირითადად სერბები ცხოვრობეჯ და, სხვა საკითხებთან ერთად, გადაკეტეს სასაზღვრო პუნქტები. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ სერბი წარმოშობის ყოფილი პოლიციელის საგუშაგოზე დაკავებას. პრიშტინის სასამართლომ მამაკაცს 28 დეკემბერს შინაპატიმრობა შეუფარდა.

სერბეთმა თავისი არმია 26 დეკემბერს მზადყოფნაში მოიყვანა. ევროკავშირმა, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდეს.

სერბეთსა და კოსოვოს შორის კონფლიქტი ივლისში გამწვავდა, როდესაც პრიშტინამ გადაწყვიტა დროებითი დოკუმენტები შემოეღო სერბეთის მოქალაქეების შესვლისთვის და ასევე სურბული უმცირესობისგან მანქანების ხელახალი რეგისტრაცია და სანომრე ნიშნების შეცვლა მოითხოვა. პროტესტის ნიშნად კოსოვოელმა სერბებმა ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც პრიშტინის ხელისუფლებამ ახალი წესების შემოღება გადადო. ნოემბრის ბოლოს კოსოვომ და სერბეთმა სანომრე ნიშნების შესახებ დავა მოაგვარეს.

მსგავსი სიახლეები