სერგეი შოიგუ: მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე არმია გვყავს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, თანამედროვე იარაღის წილი რუსულ არმიაში მსოფლიოს სხვა არმიებთან შედარებით ყველაზე მაღალია. 

"დღეს ზოგი ბოღმით, ზოგიც დადებითად, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ რუსეთის არმიის ტექნიკისა და შეიარაღების 70, უფრო ზუსტად კი 71% თანამედროვეა",- განაცხადა შოიგუმ. მისი თქმით, ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

შოიგუ ამბობს იმასაც, რომ სტრატეგიული და ბირთვული შეიარაღების სეგმენტში თანამედროვე შეიარაღების წილი 83%-ს აღწევს. 

მარტში ბრიტანეთის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტმა რუსეთის სატანკო შეიარაღებაზე მომზადებული სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ხაზგასმული იყო რუსეთის არმიის სატანკო ნაწილების მოდერნიზაციის მაღალი დონე. ამასთანავე აღნიშნული იყო, რომ რუსეთის არმიისა და გაერთიანებული სამეფოს სატანკო დუელი, შესაძლოა, ბრიტანეთის მარცხით დასრულებულიყო. 

გასული წლის ოქტომბერში ლონდონის სტრატეგიული სწავლების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთის არმია მაქსიმალური ბრძოლისუნარიანობის დონეზე იმყოფებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები