პუტინი შოიგუს ათავისუფლებს და მის ნაცვლად ანდრეი ბელოუსოვს დანიშნავს
რუსეთის პრეზიდენტი პარლამენტს თავდაცვის მინისტრის პოსტზე სერგეი შოიგუს ნაცვლად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნას სთავაზობს.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ოფიციალური ტელეგრამ არხის შეტყობინებაშია ნათქვამი.
ანდრეი ბელოუსოვი ამ დრომდე მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. ვიცე-პრემიერის პოსტიდან ბელოუსოვი რამდენიმე დღის წინ იმ დროს გაათავისუფლოს, როდესაც პარლამენტმა ახალი კაბინეტის სამოქალაქო სამინისტროები დააკომპლექტა.
რუსეთის მთავრობის ძალოვან უწყებებში სხვა ცვლილებები არ იგეგმება.