სეული: ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის კამიკაძე დრონების გაგზავნას გეგმავს
ჩრდილოეთ კორეა რუსეთში მეტი ჯარისა და სამხედრო აღჭურვილობის განსათავსებლად ემზადება, კამიკაძე დრონების ჩათვლით.
ამის შესახებ Yonhap სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის (JCS) წყაროზე დაყრდნობით წერს.
ჩრდილოეთ კორეამ უკვე ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთის მხარეს საბრძოლველად უკრაინის წინააღმდეგ ომში.
სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, მოკლული ჩრდილოეთ კორეელების რაოდენობა 1100-ია.
"მრავალი სადაზვერვო მონაცემის ყოვლისმომცველი შეფასება მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება როტაციისთვის ან ჯარების რაოდენობის ზრდისთვის (რუსეთში), ხოლო ამჟამად ფრონტზე გადააქვს 240 მმ-იანი და 170 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები." - აცადებენ სამხრეთ კორეის შტაბში. "ასევე არსებობს მინიშნებები, რომ ჩრდილოეთ კორეა ზრდის კამიკაძე დრონების წარმოებასა და მიწოდებას, რომლებიც პირველად ნოემბერში გამოაჩინა სახელმწიფო პროპაგანდამ".
სამხრეთ კორეა მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეა ცდილობს პრაქტიკული საბრძოლო გამოცდილება მიიღოს და მისი შეიარაღება განაახლოს.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია გასულ თვეში წერდა, რომ კიმმა მოინახულა სხვადასხვა ტიპის კამიკაძე დრონების ტესტირება და მოითხოვა იარაღის ფართომასშტაბიანი წარმოება.
სამხრეთ კორეა არ გამორიცხავს, რომ ჩრდილოეთ კორეამ შეაძლება მოულოდნელი სამხედრო პროვოკაცია მოაწყოს, მაგალითად, საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტის გაშვება ჰიპერბგერითი ქობინით.