შაპსი: ბოლო 4 თვეში უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% გაანადგურა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი სადესანტო გემის განადგურებას გამოეხმაურა. 

გრანტ შაპსის თქმით, უკრაინის წარმატებული დარტყმა უარყოფს სკეპტიკოსების მოსაზრებას, რომ ომი ჩიხურ ეტაპზე გადავიდა - "მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ბოლო 4 თვეში უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% გაანადგურა."

შაპსი ამბობს, რომ რუსეთის არსებულ ვითარებაში რუსეთის დომინაცია შავი ზღვის აკვატორიაში ეჭვქვეშაა - "ახალი საზღვაო კოალიცია გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის მეთაურობით ზღვაში უკრაინის გამარჯვებას აახლოებს."

კონტექსტი 

26 დეკემბრის ღაზით უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშუკმა გაავრცელა ცნობა ოკუპირებულ ფეოდოსიაში რუსეთის დიდი სადესანტო გემის ნოვოჩერკასკის განადგურების შესახებ.

სადესანტო გემის დაზიანება დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც - შოიგუს უწყების ცნობით, შეტევა პორტზე ფრთოსანი ავიაციური რაკეტებით განხორციელდა. 

უკრაინული წყაროების ცნობით, შეტევა ტაქტიკური ავიაციის გამოყენებით ჩატარდა. 

მსგავსი სიახლეები