შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე განცხადებას ავრცელებს.
მიშელი აცხადებს, რომ მისი ფასილიტაციით შექმნილი შეთანხმება საუკეთესო გზაა საქართველოში რეფორმების წინსვლისთვის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.
“ღრმა ელექტორალურ და სასამართლო რეფორმას, თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს,” - ვკითხულობთ მიშელის განცხადებაში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პარტიას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხელი მოაწერონ შეთანხმებას.
ასევე შარლ მიშელი საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციებს იწყებს.
ქართულმა ოცნებამ მიშელის ფასილიტაციით შექმნილი შეთანხმების ანულირებაზე განცხადება გუშინ გააკეთა.