შმიგალი: ბოლო ორ კვირაში ამერიკისგან 3 მილიარდი დოლარის დახმარება მივიღეთ

უკრაინამ აშშ-სგან 1.7 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა Twitter-ზე განაცხადა.

"უკრაინამ 1.7 მილიარდი აშშ დოლარის გრანტის სახით მსოფლიო ბანკისა და USAID-ის სატრასტო ფონდისგან მიიღო. ეს არის აშშ-ს მეორე გრანტი ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში დახმარების მოცულობა 3 მილიარდი დოლარია," - წერს ის.

შმიგალმა შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 10 ივლისს უკრაინის პრემიერმა განაცხადა, რომ ეს არის შეუქცევადი დახმარება. მისი თქმით, თანხით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დაიფარება სამედიცინო გარანტიების პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ასანაზღაურებლად.

მსგავსი სიახლეები