შმიგალი: ევროკავშირში რუსებზე ვიზების გაცემა უნდა შეწყდეს
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 5 სექტემბერს Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებს მის ტერიტორიაზე შესვლა უნდა აუკრძალოს.
შმიგალმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებაზე, რომლითაც რუსეთთან 2007 წლის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერდა, განაცხადა, რომ ეს საკმარისი არ არის.
"ვიზების გაცემა უნდა შეწყდეს ან გაუქმდეს. იმის ნაცვლად, რომ რუსი ტურისტები ან სტუდენტები წავიდნენ ევროპაში საცხოვრებლად ან სასწავლებლად, უნდა დარჩნენ თავიანთ ქვეყანაში და უთხრეს მეზობლებს, ნათესავებს, გარემოს, თუ როგორ ხედავს ევროპა რეალურად რუსეთს. ეს უნდა გახდეს ცივი შხაპი მთელი რუსული საზოგადოებისთვის - მიიღონ საშუალება გაიგონ რა შედეგები მოჰყვება იმას, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში", - აღნიშნა შმიგალმა.
5 სექტემბერს უკრაინის უმაღლეს რადაში შევიდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს, პარლამენტებსა და მისი წევრი ქვეყნების მთავრობებს რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის შესახებ.