შმიგალი: მტერს ამ დანაშაულებს არასოდეს ვაპატიებთ
8 აპრილს კიევის რეგიონში რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩას ევროკავშირის მაღალჩინოსნები ეწვივნენ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა Telegram-ზეგანაცხადა.
"ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ედუარდ ჰეგერს ვაჩვენე რუის სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკე მშვიდობიანი უკრაინელების მიმართ. ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ მტერს ამ დანაშაულებს." - დაწერა შმიჰალმა.
მან აღნიშნა, რომ კიევი ევროპელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებს მუშაობას აგრესორის რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად.
დღეს რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებულ ქალაქ ბუჩას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი ეწვიენ.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა 410 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.