შმიჰალი: 3.7 მილიონი ლტოლვილიდან, 400 ათასი უკვე დაბრუნდა

უკრაინაში დაბრუნდა 400 ათასი ადამიანი, რომელმაც რუსი დამპყრობლების შემოჭრის გამო ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა 29 მარტს ინტერფაქს-უკრაინასთან ინტერვიუში განაცხადა.

"დღეს 3.7 მილიონი ადამიანია, ვინც უკრაინის ტერიტორია დატოვა, მათგან დაახლოებით 400 ათასი უკვე დაბრუნდა. ყველასთვის არ არის კომფორტული საზღვარგარეთ. ზოგი უკრაინის დასაცავად ბრუნდება. სხვებმა დაინახეს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს აგრესორი, ფრონტი დასტაბილურდა. დაბრუნების პროცესი დაწყებულია", - თქვა შმიჰალმა.

მან აღნიშნა, რომ მთავრობა შეიმუშავებს პროგრამას, რომელიც მიზნად დაისახავს ხალხის სახლში დაბრუნებას.

"ხალხს სჭირდება საცხოვრებელი, შემოსავალი, სამუშაო. რაც შეეხება საცხოვრებელს, დასავლეთ რეგიონებში ლტოლვილებისთვის თითქმის 500 ათასი ადგილია მომზადებული, საიდანაც 150 000-მდე უფასოა. პლიუს, შევთავაზებთ "Прихисток-ის" პროგრამას. ყველა, ვინც მზად არის უსასყიდლოდ დაუთმობს საცხოვრებელს დევნილებს, მიიღებს  კომუნალური გადასახადების კომპენსაციას", - აღნიშნა შმიჰალმა.

მსგავსი სიახლეები