შოიგუ: გავანადგურეთ ექვსი HIMARS

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ექვსი ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS გაანადგურეს.

22 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 5-დან 20 ივლისამდე HIMARS-ის ოთხი გამშვები დანადგარი განადგურდა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ინფორმაციას "ყალბი" უწოდა.

გარდა ამისა, პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და მათ არ აქვთ მონაცემები, რომელიც თუნდაც ერთი HIMARS-ის განადგურებას დაადასტურებდა.

მსგავსი სიახლეები