შოიგუ: ნატოს გაფართოებაზე საპასუხოდ 12 სამხედრო ნაწილს შევქმნით

ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საპასუხოდ რუსეთი დასავლეთ ნაწილში 12 სამხედრო ნაწილს და ქვედანაყოფს შექმნის. 

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. 

შოიგუს თქმით, ნატოს გაფართოების ფონზე რუსეთს დასავლეთ საზღვრებთან მნიშვნელოვანი საფრთხეები წარმოიშვა, რასაც რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს. ჯერჯერობთ უცნობია, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაერთიანდება ამ 12 ახალ საარმიო ნაწილში. 

გარდა ამისა შოიგუმ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. "დასასრულს უახლოვდება ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლების ოპერაცია". 

შოიგუს ცნობით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ტყვედ ჩაბარდა 1900-მდე "ნაციონალისტი". 

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 9 მაისამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულ ზმეინის დაკავების მიზნით მასირებული შეტევა წამოიწყეს. 

შოიგუს თქმით ზმეინიზე წარუმატებელი შეტევის მცდელობისას უკრაინის ელიტარული დანაყოფებმა 50 მებრძოლი, 4 თვითმფრინავი, 10 ვერტმფრენი და 30 უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგეს. 

გარდა ამისა შოიგუ ამბობს, რომ მალე რუსეთი შეიარაღებაზე მიიღებს სტრატეგიულ უპილოტო საფრენ აპარატებს, რაც რუსეთს პირადი შემადგენლობის და საბრძოლო მასალის დაზოგვის საშუალებას მისცემს. 

 

მსგავსი სიახლეები