შოლცი: ამ ომში რუსეთმა ვერ უნდა გაიმარჯვოს
გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა დასავლური სახელმწიფოების სხვა ლიდერებთან გამართული საუბრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.
"ვლადიმირ პუტინის სასურველი და მიერ თავს მოხვეული მსოფლიო მიუღებელია. პარტნიორებთან ერთად ვთანხმდებით, რომ რუსეთმა ამ ომში ვერ უნდა გაიმარჯვოს, უნდა გაიმარჯვოს საერთაშორისო სამართალმა. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას",- თქვა შოლცმა.
ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო პირდაპირ არ ჩაერთვება უკრაინაში მიმდინარე ომში, მაგრამ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
ამასთანავე შოლცის თქმით, უშუალოდ ბუნდესვერის შეიარაღების მარაგებში თითქმის აღარ დარჩა ისეთი შეიარაღება, რომლის გადაცემაც უკრაინისთვის შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობას გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი განაგრძობს.
მასალა განახლებადია.