შოლცი: გერმანიაში ენერგეტიკული კრიზისი კონტროლის ქვეშაა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ამ ზამთარში ენერგოდეფიციტის საფრთხე პრაქტიკულად აღმოიფხვრა.

"გერმანია ახლა გადის კრიზისს, რომელზეც დღეს შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენი ქვეყანა მას აკონტროლებს. გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოება ამ ზამთრისთვის უზრუნველყოფილია. გერმანია მდგრადია კრიზისისა და ზამთრის მიმართ", - განაცხადა მან ბუნდესტაგში, 23 ნოემბერს გამართულ დებატებზე.

შოლცმა გაიხსენა შევსებული გაზსაცავები, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალები, ახალი კონტრაქტები ენერგომატარებლების მიწოდებისთვის, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ჩართვა და ატომური ელექტროსადგურების მუშაობის გახანგრძლივება.

მან ქვეყნის მოსახლეობას ენერგიის დაზოგვისთვის მადლობა გადაუხადა. "ეს ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია - განსაკუთრებით ახალი წლისა და ზამთრის მოახლოების ფონზე", - აღნიშნა მან.

კანცლერმა აღიარა, რომ მთავრობა ფასების ზრდას სუბსიდირებით სრულად ვერ ანაზღაურებს, თუმცა აღნიშნა, რომ ის მისაღებ დონეზე შემოიფარგლება.  

მსგავსი სიახლეები