შოლცი: მიუღებელია უკრაინას პუტინის მიტაცებული მიწების აღიარება მოთხოვოთ

გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყების ერთადერთი წინაპირობა არსებობს - რუსეთის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანა. 

ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ნიურნბერგში, პროტესტანული ეკლესიის კონგრესზე განაცხადა. 

"მე არაერთხელ მისაუბრია რუსეთის პრეზიდენტთან, არამხოლოდ ომამდე, არამედ ომის დაწყების შემდეგაც, ხანდახან ძალიან ხანგრძლივი საუბრები გვქონდა. მე ვაპირებ მასთან საუბარს ახლო მომავალში",- განაცხადა შოლცმა. 

კანცლერის თქმით, პუტინთან გამართულ ნებისმიერ საუბარში მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ სამართლიანი და გულწრფელი მოლაპარაკებების დასაწყებად ერთადერთი წინაპირობა არსებობს - უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა. 

"ადამიანები მუდმივად მეუბნებიან ბატონო შოლც თქვენ პუტინთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოთ. ამასთან დაკავშირებით რაღაცის თქმა მინდა - მოლაპარაკებები კარგია, მაგრამ საკითხავი ის არის ვისთან და რა საკითხზე გაქ მოლაპარაკებები. რაც მიუღებელია ეს არის უკრაინას მოვთხოვოთ შეეგუოს პუტინის მიერ მიწების მიტაცებას",- თქვა შოლცმა. 

მსგავსი სიახლეები